უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
ჩერნიგოვის გარეუბანში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა ჩერნიგოვზე თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, Искандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი რაკეტა და 13 დრონი გაანეიტრალეს.
გარდა ამისა, რუსეთმა დრონები კიევის, სუმისა და პოლტავის მიმართულებით გაუშვა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.





