2 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის 72 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინამ ჯამში 47 რუსული დრონის განადგურება შეძლო, 24-მა თავის მიზანს ვერ დაარტყა, ხოლო 1 ჯერ კიდევ ჰაერშია.
"8:30 საათისთვის დადასტურებულია 47 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონების ჩამოგდება პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონისა და მიხაილოვის რეგიონებში. " - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტელეგრამ გვერდზე.
რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები ბრიანსკის, ორელის, კურსკის და პრიმორსკო-ახტარსკისა ოლქებიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიების პროცესში ჩართული იყო უკრაინის ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები, ასევე საჰაერო ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





