ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი: შეიქმნა იურისტების ჯგუფი, რომელიც ყველას საჭირო დახმარებას გაუწევს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით შეიქმნა იურისტებისა და ადვოკატების ჯუფი, რომელიც უსასყიდლოდ გაუწევს ყველა სახის საჭირო დახმარებას მოქალაქეებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ.

"ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც მივესალმები დღეს და რომელსაც მერე გავეცნობი უფრო დეტალურად.

ეს არის ჯგუფი ადვოკატების და იურისტების, რომლებიც იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ სწორედ, დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები, როცა საჭირო არის, პირველ ეტაპზე და ამისთვის, მგონი, ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე, რათა მათ მერე გაუწიონ ყველა ის დახმარება რაც მათ ესაჭიროებათ.

ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ, პრო ბონო და ეს არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი, სამოქალაქო შეგნების გამოხატულება" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე

კომენტარები