ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე დაკავებული: რამდენიმე პოლიციელმა უმიზეზოდ დამიჭირა და დაიწყეს ჩემი ცემა, ვიგუდებოდი

ჩემი დაკავება მოხდა უმიზეზოდ, არც არავის განუმარტავს, რომ კანონს ვარღვევდი. პოლიციას არ გაუჟღერებია მოთხოვნა მაშინაც, როცა კორდონი დაიძრა, ჩვენ უკან მივდიოდით. მოშორებით ვიყავით პოლიციისგან, როცა ჩოჩქოლი ატყდა, იქითკენ წავედი, რომ გამეგო, რა ხდებოდა.

ამ დროს, გამოვარდა ერთი პოლიციელი, დამეტაკა, ვერ ვხვდებოდი რატომ დამეტაკა, ჩანთა მესროლა და მერე რამდენიმე პოლიციელმა დამიჭირა და დაიწყეს ჩემი ცემა, რამდენიმე რობოკოპი თავში მირტყამდა. ვყვიროდი, რომ გამიშვით, ბოლოს ყელში მახრჩობდა.

კადრებშიც კარგად ჩანს, ვიღაც ეხვეწება რომ გაუშვითო - უკვე ვიგუდებოდი და ვითიშებოდი ამ დროს შემადგეს დაკავების მანქანაში. გაუგებარი იყო ჩემთვის რატომ დამიჭირეს, ასეთი აგრესია რამ გამოიწვია პოლიციაში ვერ მივხვდი აქციის მონაწილეები არ იყვნენ აგრესიულად განწყობილები.

თქვა, ტვ პირველის ცნობით, აქციაზე ნაცემმა და დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა, საბა სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე.

კომენტარები