სამხრეთ კორეის ქალაქ გიმჰაეში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით სამხრეთ კორეული მედია Yonhap იტყობინება.
Yonhap-ის ცნობით, აფეთქება ახლად აშენებული ნავთობის რეზერვუარის შემოწმების დროს მოხდა, რომელშიც შემთხვევისას ნავთობი არ ინახებოდა.
ამასთან გამოცემა იუწყება, რომ დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ და სამხედრო პერსონალის არცერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
გამოცემის მიხედვით, სახანძრო სამსახური, პოლიცია და სამხედრო ძალები შემთხვევის გამოწვევი მიზეზისა და დაზიანების მასშტაბის დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ.





