ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

საქართველოში რეპრესია კრემლის ძალისხმევაა, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა იმოქმედოს – ფრიდი

დენიელ ფრიდი
ტაბულა/ზურაბ ცერცვაძე

ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა თქვა, რომ საქართველოში რეპრესიების უკან რუსეთი დგას და აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ მის ბოლო თვეს აშშ-ს ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედოს. 

ამის შესახებ ფრიდი X-ზე წერს. –

"რეპრესიები საქართველოში, რომლის უკან რუსეთი დგას, არის კრემლის მხრიდან თავისი იმპერიის აღდგენისა და აშშ-სა და მისი მეგობრების დასუსტების ძალისხმევის ნაწილი. ბაიდენის ადმინისტრაციას ვარიანტები დიდი ხანია მომზადებული აქვს. თავის ბოლო თვეს, აშშ-ს ინტერესებისა და ღირებულებების წინ წასაწევად უნდა იმოქმედოს". - წერს ფრიდი. 

კომენტარები