ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი: საქართველოში უკვე ყველაფერი ერთი ადამიანის მმართველობის ქვეშაა მოქცეული

საქართველოში ყველაფერი უკვე ერთი პარტიის ან ერთი ადამიანის მმართველობის ქვეშაა მოქცეული, განსხვავების პოვნა რთულია. ამ კონტროლს მიღმა მხოლოდ ოპოზიციური მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტის ინსტიტუტი რჩება. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები უდიდესი საფრთხის ქვეშ არიან რუსული კანონისა და მისი აღსრულების გზების გამო.

თავად პრეზიდენტის ინსტიტუტიც ასეა - იმპიჩმენტის ორი მცდელობა და ის ფაქტი, რომ ერთ კვირაში უსაფრთხოების აღარანაირი საშუალება აღარ მექნება. თუმცა არ ვიცი, უსაფრთხოება უკვე რაიმეს ნიშნავს თუ არა.

ამავდროულად, უფრო მნიშვნელოვანია ის სიძულვილის, ბრალდებებისა და მუქარის კამპანია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ჩემ წინააღმდეგ ზოგიერთი პატარა ჯგუფი ახორციელებს.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

კომენტარები