გამოცემა Financial Times-ის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში არგენტინის ეკონომიკა მძიმე რეცესიიდან გამოვიდა, რაც ქვეყნის ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, ხავიერ მილეისთვის, მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება.
ქვეყნის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ივლისიდან სექტემბრამდე არგენტინის მშპ წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, სეზონურად დაკორექტირებული მონაცემებით, 3.9%-ით გაიზარდა. ეს არგენტინისთვის პირველი ეკონომიკური ზრდის კვარტალია მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2023 წლის ბოლოს რეცესიაში შევიდა.
2023 წლის დროის იმავე პერიოდში, არგენტინის მშპ მესამე კვარტალში 2.1%-ით შემცირდა.
ქვეყნის რეცესიიდან გამოსვლა მილეის თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლის თავზე მოხდა. ამ პერიოდში მან ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები და მწვავე დერეგულაციის მხრივ რეფორმები გაატარა. მისი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, ქვეყანაში ასევე სამნიშნა წლიური ინფლაციის შემცირებაა.
ამასთანავე, 16 დეკემბერს გაიზარდა არგენტინის სუვერენული ობლიგაციებიც, ხოლო 4.4%-ით შემცირდა რისკ-პრემიუმი, რომელსაც ინვესტორები აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებთან შედარებით არგენტინის ვალზე ითხოვდნენ, რამაც 677 საბაზისო პუნქტი შეადგინა მაშინ, როცა მილეის ხელისუფლებაში მოსვლის დროს ეს მაჩვენებელი 2 000 საბაზისო პუნქტს აღემატებოდა. ყოველივე ეს არგენტინის ეკონომიკისადმი გაზრდილ ნდობასა და ინვესტორების გაუმჯობესებულ განწყობაზე მიანიშნებს.
ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მეტწილად წინა მთავრობის მიერ ხარჯების დაფინანსების მიზნით ფულის ბეჭდვამ გამოიწვია, მილეის პრეზიდენტობის პირველ თვეებში გაუარესდა. 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში სიღარიბის დონემ 11 ქულით აიწია.
JPMorgan-ის პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს არგენტინის წლიური ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, თუმცა 2025 წლისთვის იგი არგენტინისთვის 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.