ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალაძე ესტონეთის სანქციებზე: პრობლემას არ წარმოადგენს, ეს არის დროებითი პროცესი

ეს რის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეებია, ბოლო წლებია, ბოლო დღეებია.

კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტი, რადიკალურად განსხვავებული მოცემულლობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმრთებაში.

საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება. იქნება განსხვავებული მსოფლიო, განსხვავებული ევროპა, ისეთი ევროპა, როგორიც წარმოგვიდგენია ჩვენ, ქართველებს და ქართველების უმრავლესობა მიისწრაფვის.

ისეთი ევროპა დაბრუნდება და გვინდა დაბრუნდეს, რადგან დღეს რაც ხდება, მას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ ქვს.

დღეს არის უსამართლობის და ყოველგვარი სიბინძურის კადრების სრული პიკი, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის.

ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ესტონეთმა ქართული ოცნების რეჟიმის დამატებით 14 პირს დაუწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქცირებულთა შორის არის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები