ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ბელარუსსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას ხელს შეუწყობს. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით შესრულებასა და საკუთარი სამშობლოს საკეთილდღეოდ ახალ მიღწევებს". -წერია ლუკაშენკოს მილოცვაში.
დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული.