როდესაც რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი დაანგრია და ქვეყნებმა მოიპოვეს თავისუფლება, მათმა უმეტესობამ აირჩია ეს თავისუფლება, [საქართველო] ერთ-ერთი ქვეყანაა მათ შორის, რომელმაც ვერ მოიპოვა სრული ფეხზე დგომა და სრული მოშორება რუსეთის, როგორც ეს სურს. რუსეთის იმპერიის აჩრდილები კვლავ ამ ქვეყანაშია და ჩანს იმაში, რაც დღეს ხდება. ტაქტიკა, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი მთავრობა იყენებს დღეს ის ტაქტიკაა, რასაც რუსეთში იყენებენ - ეს სისასტიკეა, მოიცავს წამებასაც, დაკავებებს, იმ ყველაფერს, რასაც ვხედავთ ძველი საბჭოთა კავშირიდან. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს.
[...] საქართველოს კონსტიტუციაში სინამდვილეში ასახულია, რომ ისინი შეეცდებიან, და ცდილობდნენ კიდეც, ევროკავშირის გაწევრიანებას. როდესაც ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ვითარება მკვეთრად შეიცვლება, წავლენ უფრო დასავლური ღირებულებებისკენ ვიდრე, რაც ძველი საბჭოთა კავშირისგან მიიღეს და ეს არის მიმართულება, საითკენაც ქართველ ხალხს წასვლა სურს.
კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ კონსტიტუციაშია ასე, გამოკითხვები იქ აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80% სურს, [ქვეყანა] როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში გაწევრიანდეს. რას აკეთებს ამ მხრივ ამჟამინდელი მთავრობა, ქართული ოცნება? [...] მათ ჩაიდინეს საშინელი რაღაცები, რასაც მოჰყვა დაკავება, წამება, ისეთი რამ, რასაც ავტორიტარული მთავრობები ჩადიან, რათა საკუთარ მიზანს მიაღწიონ. ქართველი ხალხი უმოქმედოდ არ დამდგარა და ამის საშუალება არ მიუცია [მთავრობისთვის]. ბოლო კვირების მანძილზე ქვეყანაში მრავალი გამოსვლა იყო. ზოგიერთი ძალადობრივია, რადგან ქართული ოცნების პარტია არბევს ამ ხალხს, რომლებიც იღვწიან საქართველოსთვის საკუთარი მიზნების სისრულეში მოყვანისთვის, როგორც ეს კონსტიტუციითა და ხალხის ნებით არის გამოხატული.
[...] ჩვენი მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მივიდეს და სანქციები დააწესოს პირებზე, რომლებიც დასანქცირებული უნდა იყვნენ, ეს საიდუმლო არ არის. ვიცით, ვინც არიან, თავადაც იციან, ვინ არიან, სახდეპმა იცის, ვინ არიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, ვინ და ვინ არიან. ასე რომ, მოდი, დავიწყოთ [დასანქცირება].





