13 დეკემბერს დაგეგმილია სხვადასხვა საზოგადოებრივი და პროფესიული ჯგუფების აქციები და მსვლელობები.
გთავაზობთ ქრონოლოგიურ სიას:
თბილისი:
- 11:00-19:00 - IT/TECH კომუნის პროტესტი - რესპუბლიკის მოედანი
- 12:00 - სტარტაპერების პროტესტი - ტექნოპარკი
- 12:00 - "ქართველი მეწარმეები ევროპულ გზაზე" - აწარმოე საქართველოს ოფისი
- 13:00 - 1 საათით ყველა წყვეტს მუშაობას და გავდივართ გარეთ
- 13:00 - სტუდენტების აქცია - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან
- 13:00 - HR და ტრენერები ევროპისკენ - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე
- 13:00 - იფიცება ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია - შეუერთდებიან მსვლელობას რესპუბლიკის მოედანთან
- 14:00 - მუსიკის სფეროს პროტესტი - მსვლელობა კონსერვატორიის შენობიდან კულტურის სამინისტროსკენ
- 14:30 - მარკეტერები, PR სპეციალისტები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ
- 17:00 - ადვოკატები, იურისტები, საქართველოს იურიდიული ფორმების ასოციაციის აქცია - საქართველოს უზენაესი სასამართლო
- 17:00 - ღვინის კომუნის პროტესტი - ეკონომიკის სამინისტრო
- 17:00 - სამედიცინო საზოგადოების (ექიმები, ლექტორები, სტუდენტები) აქცია-მარში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო
- 18:00 - ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - მარჯანიშვილის მეტრო
- 18:00 - "აჩვენე სიმართლე" აქცია ტელეკომპანია იმედთან - ლუბლიანას 5
- 19:00 ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო მუსიკის წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ
- 20:00 - ფსიქოლოგების მარში - რესპუბლიკის მოედანი
თბილისში საერთო/ცენტრალური აქცია დაიწყება 19:00 პარლამენტთან
ბათუმი:
- 19:00 - მეზღვაურების მარში ბათუმში - ევროპის მოედანი
- 19:00 - ყოველდღე გამარჯვებამდე - საკონსტიტუციო სასამართლო
ჩამონათვალი განახლებადია
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ოთხი წლით გადადო, საქართველოში უწყვეტი აქციები დაიწყო.