ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მაკრონი: ჩვენი ღრმა შეშფოთება ეხება ახალგაზრდების მიმართ ძალიან მძიმე რეპრესიებს

ჩვენ განვათავსეთ კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტები, ასევე მხარი დავუჭირეთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ აუცილებელია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ ქვეყნების მიმართ. საქართველო აშკარად გახდა ძალიან ნათელი თავდასხმებისა და მანიპულაციების სამიზნე და აქ მინდა კვლავ განვაცხადო ჩვენი სრული მხარდაჭერა დემოკრატიის დამცველებისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერების მიმართ.

ჩვენი ღრმა შეშფოთება ეხება ახალგაზრდების მიმართ ძალიან მძიმე რეპრესიებს, მთავრობის ხელმძღვანელის შემაშფოთებელ განცხადებებს და ფაქტობრივად, ევროპული გზის ღალატს არჩევნების შემდეგ, რაც, თავის არსში, სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც ამომრჩევლებს მთელი კამპანიის განმავლობაში ჰპირდებოდნენ

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე

11 დეკემბერს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მაკრონმა მოითხოვა ყველა თვითნებურად დაპატიმრებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა ივანიშვილს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ

კომენტარები