დღეს, 11 დეკემბერს, 20:00 საათზე, საჯარო მოხელეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მარშს გამართავენ.
"მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოსამსახურეებმა ერთად გამოვხატოთ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა" - წერია ღონისძიების აღწერაში.
ამასთან, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ მოქალაქეებს მოუწოდა, 19:00-ზე თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ და იქიდან შეუერთდნენ რესპუბლიკის მოედანზე მარშს.
"ოცნება მამაც ხალხს ემუქრება. თსუ-სთან მოდით და მერე შევუერთდეთ სოლიდარობის მსვლელობით საჯარო მოხელეთა მარშს" - დაწერა მენაბდემ.





