ქართული ოცნება

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, პაატა სალია ქართული ოცნების დეპუტატი გახდა

პაატა სალია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, პაატა სალია პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი გახდა. მისი უფლებამოსილების ცნობას პლენარულ სხდომაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

პაატა სალია ამ დრომდე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორად რჩება. სწორედ ამ შპს-ს ეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი. 

პაატა სალია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში 96-ე ნომერი იყო. ის პარლამენტის წევრი, დეპუტატი მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი გუნდის 8 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს და მათი შეცვლა გახდა საჭირო, რაც ოცნების სიაში მყოფი ადამიანების თანმიმდევრობით მოხდა.

პაატა სალიას გარდა, დღეს, 10 დეკემბერს, პარლამენტმა კიდევ 7 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო:

  • ლევან მაჭავარიანი
  • არჩილ გორდულაძე
  • სალომე ჯინჯოლავა
  • თორნიკე ბერეკაშვილი
  • თორნიკე ჭეიშვილი
  • გიორგი გუგუჩია
  • ირაკლი ჭეიშვილი

სწორედ ეს დეპუტატები ჩაანაცვლებენ მათ, ვისაც უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. 

კომენტარები