ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქტივისტი კოტე ჩახუნაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პედიატრი და აქტივისტი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. მისი მეგობრის, ეკა კვირკველიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩახუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

როგორც კვირკველია წერს, ჩახუნაშვილი დიღმის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. 

მანამდე ეკა კვირკველიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩახუნაშვილი აქციაზე გავიდა, რის შემდეგაც ვერ უკავშირდებოდა, მოგვიანებით, მისი მანქანა ნუცუბიძის ქუჩაზე იპოვეს.

 გუშინ, 8 დეკემბერს, მათ სახლში პოლიცია იყო მისული:

"დაგვადგნენ სახლში (პოლიცია)  მე და კოტეს რომ კოტე მოწმედ არის დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე მოწმედ, ხელის მოწერას თხოვენ! საქმის ნომერს ეუბნებიან მხოლოდ, არ ეუბნებიან საქმის შინაარსს! დღეს ალბათ თქვენთან მოვლენ ბევრთან! გაფრთხილდით! დაურეკეთ ადვოკატებს!!!", - წერდა კვირკველია 8 დეკემბერს.
უწყება კომენტარებში!

კომენტარები