საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 6 დეკემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ "წინა ორი დღის მსგავსად, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია, თუმცა, საპროტეტსო აქცია მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა, ძალადობრივი ხასიათი მიიღო".
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გასული ღამის განმავლობაში, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენებისა და აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრების პარალელურად, მობილიზებულები იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.
შინაგან საქმეთაა სამინისტრომ, აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფებსტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა.
მოგვიანებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით, დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა.
ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნეენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს.
აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა
აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.
სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, დაკავებულია 48 პირი". - წერია განცხადებაში
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
პრემიერმინისტრის განცხადებას მოქალაქეების თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც უკვე მეცხრე დღეა მიმდინარეობს.
ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს არაერთხელ გაუსწორდნენ სასტიკად - იყო შემთხვევები, როცა ისინი მოქალაქეებს დაშლის ნაცვლად კუთხეში იმწყვევდნენ.
დაკავებულია ასეულობით ადამიანი, რომელიც დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობს.