ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ეკონომისტები: EU-ში ინტეგრაციის შეჩერებამ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა

Giorgi Arjevanidze/AFP via Getty Images

ქართველი ეკონომისტები ივანიშვილის რეჟიმის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა.

ეკონომისტები ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები, დასაჯოს მოძალადე პოლიციელები და დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე. 

"მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა. 

ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კი პირველ რიგში სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს. ვაჭრობით, ინვესტიციებით, ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და სხვა ეკონომიკური აქტივობებით, საქართველოში ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან. დასავლურ კაპიტალზე დგას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

ასევე, მიმდინარე წელს მიღებული რუსული სტილის კანონები და ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება (მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვების არასათანადოდ მართვა, “ოფშორების კანონი”, საპენსიო კანონის ცვლილება, ინფრასტრუქტურულ პროექტებში საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანიების შემოყვანა) დამატებით რისკებს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. 

მშვიდობიანი აქციების დარბევა, დემონსტრანტების ცემა და უკანონო დაკავება ზრდის მოსალოდნელი დასავლური სანქციების მასშტაბურობას, რაც, პირველ რიგში, დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის და ზოგადად, საქართველოს ბიზნეს გარემოსთვის. 

აქედან გამომდინარე, ვხედავთ რა ბოლო დროის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გარდაუვალ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები, გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე, სადაც მოქალაქეებს აზრის გამოხატვის და არჩევანის თავისუფლება ექნებათ". - წერია განცხადებაში. 

ეკონომისტების მიმართვას ხელს აწერენ: 

1. ლაშა ჭოჭუა - ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET); ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, Bielefeld University, Germany

2. ეთერი კვინტრაძე - ეკონომიკური განათლების და კვლევის ასოციაცია (PEER), აკადემიური საბჭო ISET, MA Williams College CDE 1999, PhD Georgetown University 2007

3. ნინო აბაშიძე - უაიომინგის უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი

4. სანდრო შარაშენიძე - სტენფორდის უნივერსიტეტი, დოქტორანტურის კანდიდატი

5. თამარი მათიაშვილი - სტენფორდის უნივერსიტეტი, დოქტორანტურის კანდიდატი

6. რობიზონ ხუბულაშვილი - სან ფრანცისკოს უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი

7. გივი მელქაძე - ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი, PhD Georgetown University, 2019

8. ბესო ნამჩავაძე - მთავარი ეკონომისტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა

9. აკაკი ცომაია - საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

10. ლაშა ლაბაძე - PMCG, ეკონომისტი

11. მიხეილ გიორგაძე - Williams College, Center for Development Economics (CDE), 2001

12. დავით ჯიბუტი - UBS, ეკონომისტი, PhD Charles University Prague

13. გიორგი მექერიშვილი - AlixPartners, LLP, უფროსი ვიცე პრეზიდენტი

14. სალომე გოგლიჩიძე - Northeastern University, დოქტორანტობის კანდიდატი

15. გიორგი ხიშტოვანი - PMCG, კვლევითი დირექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

16. იოსებ ბერიკაშვილი - UGSPN, მკვლევარი; საქართველოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

17. ნინო ჯავახაძე - PMCG, ეკონომისტი

18. ლევან ფავლენიშვილი - Galadh Analytics OÜ, დამფუძნებელი, მკვლევარი

19. მაია გრიგოლია-Deloitte, USAID კონტრაქტორი, უფროსი კონსულტანტი.

20. გიორგი ბაქრაძე - Williams College, Center for Development Economics (CDE), 2003; ISET, CU, IBSU

21. გიორგი ფირიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), University of Notre Dame, USA

22. ირინა გურული - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.

23. გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, წამყვანი ეკონომისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.

24. ნინო დავითაია - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და საჯარო მმართველობის სკოლა; Williams College, 1997

25. ზურაბ ლუკაშვილი - Williams College, Center for Development Economics (CDE) 1995

26. ნიკოლოზ ფხაკაძე - ასისტენტ პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), PhD Georgetown University 2021

27. რატი გაბრიჩიძე - PMCG, ეკონომისტი

28. გიორგი მამათელაშვილი - საპენსიო სააგენტო, Williams College, CDE 2013

29. თამარ გიორგაძე - ეკონომისტი, Bachelor of Arts, Williams College, 2016

30. ირაკლი შალიკაშვილი - პოსტდოკტორანტურის მეცნიერი, University of Notre Dame; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, University of Notre Dame, 2024

31. გიორგი ბარბაქაძე - Williams College, Center for Development Economics (CDE), 2009

32. მირაიმ სილვერი მაჭავარიანი - AI CoE, Citi; Williams College, CDE 2011

33. თორნიკე სურგულაძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი

34. გიორგი ნებულიშვილი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი

35. დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი

36. ნინო დოღონაძე - ISET MA, Penn State PhD, Uber მეცნიერი

37. თამარ ბლიაძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი

38. სალომე ბასლანძე - მკვლევარი ეკონომისტი, ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკი, PHD University of Pennsylvania

39. ანა ბურდული - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე

40. თამარ ჯუღელი - უფროსი კონსულტანტი, Deloitte Luxembourg, PhD University of Groningen

41. გიორგი ჩაბაკაური, London School of Economics, associate professor; PhD London Business School

42. მარიამ ლობჯანიძე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი

43. ზაქარია ბაბუციძე - პროფესორი, SKEMA Business School

44. გიორგი შავრეშიანი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი

45. ელენე სეთურიძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე

46. თათია ხიდაშელი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი

47. ლიკა გოდერძიშვილი - ეკონომიკური განვითარების კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი

48. მარიამ კაცაძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი

49. სალომე სოლომნიშვილი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი


საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს. სპეცრაზმმა ძალადობრივად შლის დემონსტრანტებს. დაშავებულია არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს ასეულობით მომიტინგე. 

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".

რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. 

კომენტარები