4 დეკემბერს შსს მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების ოფისებში და აქტივისტების საცხოვრებელი სახლებში ჩხრეკებს ატარებს.
შსს-ის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს გირჩი-დროას ოფისი. დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ჩვენ აქციისთვის პარალონები, პლედები, ფეერვერკები, სნიკერსები, კვერცხები გვაქვს - ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პროტესტი იყოს. მოვიდნენ და ლაზერებს, საღებავებს და რაღაცებს აღრიცხავენ". - თქვა ხოშტარიამ
გირჩი-დროას ოფისის ჩხრეკისას კოალიცია ცვილებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას, ნიკა გვარამია და გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს.
პოლიცია ჩხრეკაზე ასევე შევიდა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთისა და პარტია ახალის ოფისებშიც. ენმ-ის ოფისიდან შსს-ის თანამშრომლებმა წაიღეს სხვადასხვა ნივთები და დააკავეს ახალგაზრდული ფრთის ხუთი წევრი. მათთვის წარდგენილი ბრალდება 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პარტიის თავჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოფისი სრულად "დალეწილია" და შსს-ის თანამშრომლებმა წაიღეს წამლები, დამცავი ნიღბები და სხვა საშუალებები, რასაც რუსთაველის აქციაზე სამედიცინო კარავში იყენებდნენ დაშავებული მომიტინგეების დასახმარებლად.
გარდა ამისა, კრიმინალური პოლიციამ გაჩხრიკა სამოქალაქო აქტივისტებიც. კერძოდ, ჩხრეკაზე იმყოფებოდნენ ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორების, ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლებში.
ასევე, ახალგაზრდული მოძრაობის, დაფიონის ინფორმაციით, დაკავებულია მათი დამფუძნებელი, ზვიად ცეცხლაძე. პოლიცია ასევე შევიდა მოძრაობა ნაბიჯის და ჯიუტის ოფისებში.
შსს-მ ასევე გაჩხრიკა აქტივისტი ანა კვანჭილაშვილისა და საბა ჯაჯანიძის საცხოვრებელი სახლები.





