ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გალუზინი ბალტიისპირეთის სანქციებზე: მოსკოვი შიდა საქმეებში ჩარევას უარყოფითად აფასებს

რაც ხდება - ეს საქართველოს შიდა საქმეა. [...] საერთოდ, მოსკოვს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. [...] ბალტიისპირეთის ქვყენების ქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთში არსებობს სრულად დაუშვებელი ატმოსფერო, ნებისმიერი აზრის სხვაობის მიმართ შეუწყნარებლობის,  ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართ შეუწყნარებლობის, სუვერენული სახელმწიფოების მხრიდან დამოუკიდებელი, პრაგმატული პოლიტიკის წარმოების სწრაფვის მიმართ შეუწყნარებლობის ატმოსფერო. ბალტიისპირეთის რეჟიმების ქმედებები დასავლეთის პოლიტიკის ასეთ ოდიოზურ ხასიათს ადასტურებს.

თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო მედია ТАСС-თან საუბრისას.

მანამდე, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირთა სანქცირებაზე შეთანხმდნენ. ერთობლივი განცხადება X-ზე ლიტვის გაბრელიუს ლანდსბერგისმა, ესტონეთის ბაიბა ბრაჟემ და ესტონეთის მაგნუს ცაჰკნამ გამოაქვეყნეს.

კომენტარები