რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ნიდერლანდებმა უკრაინას Patriot-ის სამი გამშვები დანადგარი გადასცა

Patriot-ის სარაკეტო სისტემები ერთ-ერთ გერმანულ სამხედრო აეროპორტში
Axel Heimken/picture alliance/Getty Images

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა 28 ნოემბერს დაწერა, რომ ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ გამშვებ დანადგარს გადასცემს.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხშირი საჰაერო იერიშების ფონზე, უკრაინას წინ რთული ზამთარი ელის.

"ამიტომაა, რომ ჩვენ უკრაინას 3 Patriot-ის გამშვები დანადგარი გადავეცით [უკრაინას]. ისინი სიცოცხლეებს არჩენენ და იცავენ არსებობისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. იყო და რჩება ჩვენს საერთო ინტერესში, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია". - წერს ბრეკელმანსი X-ზე.

კომენტარები