არჩევნები 2024

კობახიძე: ტექნიკურ მისიას ჩვენი მხრიდანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი

[ევროკავშირის] ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი. თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, რომ შეხვდნენ ტექნიკურ მისიას. გავიგებთ, რა არის მათი ინტერესი და ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, გავცემთ ყველა კითხვას პასუხს. 

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ოღონდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ტექნიკურ მისიას დახვდება ჩვენი მხრიდანაც ტექნიკური ჯგუფი. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ტექნიკური მისიაზე, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს შეისწავლის და საქართველოში უახლოეს კვირებში ჩამოვა.

კომენტარები