რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

27 ნოემბრის დილას რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამ არხებზე გამოაქვეყნეს.

საჰაერო განგაში კიევში 27 ნოემბერს შუაღამისას გამოცხადდა. დედაქალაქში დრონების მოსაგერიებლად ასევე ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით,  უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დედაქალაქის დნეპრის რაიონში სახლი დააზიანა:

"დაშავდა ორი ადამიანი. მათგან ერთ-ერთი სახლიდან დნეპრის რეგიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სახლი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა" - წერს კლიჩკო.

კომენტარები