BBC რამდენიმე რუსულ ბლოგზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში მდებარე ხალინოს აეროდრომზე ATACMS-ის ტიპის რაკეტებით საჰაერო იერიში მიიტანეს.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალეკსეი სმირნოვმა 24 ნოემბერს ღამით Telegram არხის მეშვეობით გამოაცხადა, რომ ოლქში შვიდი რაკეტა და შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ წინა ღამით კურსკის, ბრიანსკისა და კალუჟსკოის ოლქებში საჰაერო იერიში მიიტანეს.
რუსულ ბლოგ არხზე Рыбарь გამოქვეყნდა სატელიტით გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ კრიმსკსა და ხალინოს აეროდრომებზე თვითმფრინავების დასაცავად ბეტონის ნაგებობს აშენებდნენ.