დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრში აფეთქებების მოხდა. თავდასხმის ადგილზე ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულია, სულ მცირე 19 ადამიანი, მათგან 9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა დარტყმები მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე მიიტანა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
"გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენლები უკვე თავდასხმის ადგილზე არიან. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. არიან დაშავებულებიც, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე მიეწოდებათ". - წერს ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.
სინეგუბოვის თქმით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, რუსეთმა ხარკოვზე იერიში С-400-ის ტიპი სარაკეტო სისტემებიდან მიიტანა.





