რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 50 რუსული დრონი გაანადგურა

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 73 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 50 რუსული დრონი გაანადგურა.

იერიში კიევის, ჩერკასის, კიროვგრადის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავისა და ჟიტომირის ოლქებში მოიგერიეს.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად 19 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაიკარგა.

თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო და სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო თავდაცვის ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები