რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთკორეელი გენერალი დაიჭრა

Pravda.ua

21 ნოემბერს კურსკის ოლქზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრა ჩრდილოეთკორეელი გენერალი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინული მედია Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ს წყაროს ცნობით, გენერალი კურსკზე იერიშის დროს დაიჭრა, მას არ დაუზუსტებია სამხედრო მაღალჩინოსნის ვინაობა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დასავლურ მედიაში ჩრდილოეთკორეელი სამხედრო მაღალჩინოსნის დაშავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გამოცემის ცნობით უკრაინაში, ბრძოლის ველზე იმყოფება ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-პოლკოვნიკი კიმ იონ ბოკი, ის კიმ ჩენ ინთან დაახლოებული პირია.

21 ნოემბრის უკრაინის სარაკეტო იერიშის სამიზნე კურსკის ოლქში მდებარე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი სამხედრო პუნქტი იყო.

კომენტარები