ოპოზიციის პროტესტი.

მელია: შაბათს, 15:00-ზე ვიკრიბებით თსუ-სთან, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს

შაბათს, 15:00 საათზე ვიკრიბებით კვლავ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბუნებრივია, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს და ამას მოისმენს საზოგადოება და არამხოლოდ განცხადებებს.

ბევრი რაღაც წინასწარ არის ნათქვამი, ბევრი რამ - არ უნდა ვთქვათ წინასწარ. არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, თუმცა, პროტესტი იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არაფერი არ იქნება. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიუროდ, ვთქვათ, რომ 23 ნოემბერს თსუ-სთან ვიკრიბებით კვლავ დღის სამ საათზე, არის არასამუშაო დღე, 23 ნოემბერია, გიორგობაა მართალია, მაგრამ ქვეყნის ინტერესი გვეძახის ყველას გარეთ, სამ საათზე თსუ-სთან, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ახალის ლიდერი ნიკა მელია მთავარ არხის ეთერში

კომენტარები