თვალთან დაკავშირებით, მივიღე გარკვეული დაზიანება, მაგრამ საბედნიეროდ ის, რაც მხედველობას უქმნის პრობლემას, რქოვანას დაზიანება, ამას არ ჰქონია ადგილი. იყო გარკვეული მცირე დაზიანებები, დღესაც კი გარკვეული წვის შეგრძნებები მაქვს თვალის არეში, გარკვეული ტკივილები იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი შესაბამისი მკურნალობის გათვალისწინებით მიმდინარეობს წარმატებით და საბოლოო ჯამში რამე პრობლემები ჩემს მხედველობას არ ექნება.
არჩევნები 2024
კალანდარიშვილი: გარკვეული წვის შეგრძნებები მაქვს თვალის არეში, თუმცა რქოვანა არ დაზიანებულა
tbl.ge/6z3x
დაკოპირდა

თქვა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
16 ნოემბერს, ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. 20 ნოემბერს სასამართლომ კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




