21 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში კინოსტუდია Universal Pictures-ის ახალი მუსიკალური ფენტეზი ალქაჯი გამოვა.
ენკანტოსა და სურვილის მსგავსად ალქაჯი ქართულ ენაზე სრულიად დუბლირებული იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ მიუზიკლში სიმღერებიც ქართულად იქნება შესრულებული.
ახალი ანიმაციის გახმოვანებაში მონაწილეობდნენ ნატალია ნაყოფია, ლიკუნა თუთისანი, დავით როსტომაშვილი, ნინო კიკაჩეიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე, ნუცა თოფურია, ნიკა წერედიანი, რეზი ქარცივაძე, მარიამ ხუროძე, მარიამ ჩუხრუკიძე, მიშო ელიავა.
ალქაჯი ცნობილი მუსიკალური სპექტაკლის ადაპტაციაა, რომელიც 2003 წელს ბროდუეიზე დაიდგა. ფილმის მთავარი გმირები ოზის ჯადოქრის ალქაჯები არიან. მიუზიკლში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ჯადოსნურ სამყაროში დოროთის გამოჩენამდე მოხდა.
ალქაჯში მთავარ როლებს არიანა გრანდე, სინტია ერივო, პიტერ დინკლეიჯი, მისელ იეო და ჯეფ გოლდბლუმი ასრულებენ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.





