დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა ვაჭრობის მინისტრად მილიარდერი ჰოვარდ ლუტნიკი დაასახელა

Cantor Fitzgerald-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი, ჰოვარდ ლუტნიკი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე ფინანსური მომსახურების კომპანია Cantor Fitzgerald-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და მისი დიდი ხნის მეგობარი, ჰოვარდ ლუტნიკი, დაასახელა.

"იგი ჩვენს ტარიფებისა და ვაჭრობის დღის წესრიგს უხელმძღვანელებს, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისზე დამატებით პირდაპირ პასუხისმგებლობასთან ერთად". - განაცხადა ტრამპმა.

ლუტნიკი ტრამპის გადაბარების გუნდის თანათავმჯდომარის მოვალეობებს ლინდა მაკმაჰონთან ერთად ასრულებდა, რომელიც ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთ კანდიდატად განიხილებოდა.

ვაჭრობის მინისტრის მოვალეობა ამერიკული ბიზნესების მხარდაჭერაა და იგი სხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმდებიან და საგარეო ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ქვეყნის ემისრის როლს ასრულებს.

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

კომენტარები