აქციაზე დაკავებული მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"ხალხს რომ აკავებდნენ, ვიღებდი და მეც იმ დროს დამიჭირეს. თურმე, პოლიციას ხელი შევუშალე. მეუბნებოდნენ, გზის სავალი ნაწილი რატომ არ დატოვეო. ჩვენ მოგიწოდეთ, რომ იქიდან უნდა გადასულიყავიო - მე მითხრეს, ოპერატორს [...] ძალადობა იყო [...] ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა, ვისაც გაუხარდებოდა [...]
ადმინისტრაციული წესით დამაკავეს. უბრალოდ ხელწერილი დამაწერინეს და განმიმარტეს, რომ როცა დაგირეკავთ, გამოძიებასთან უნდა გამოცხადდეო. ანუ, არ უნდა მიიმალო და ასე შემდეგო". - თქვა სერგი ბარამიძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ.
სერგი ბარამიძე სამართალდამცველებმა დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს დააკავეს.