მას შემდეგ, რაც თსუ-სთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.
მთავარი არხის ცნობით, საპოლიციო ძალებმა დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე.
ასევე, თენგო თევზაძე წერს, რომ დაკავებულები არიან კოალიცია ცვლილებისთვის წევრები - მანუჩარ ჩაჩანიძე, საბა სხვიტარიძე, რეზი დუმბაძე და დათო წოწორია.
შსს-ს დაკავებულთა რაოდენობა ამ დრომდე არ დაუზუსტებია.





