თუ ეს მოხდება, რუსეთს მოუწევს, რომ ამას პასუხი გასცეს. თუ როგორ - ეს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა. თუმცა ცხადია, რომ პასუხი იქნება!
ისეთი ახალი იარაღის სისტემების გამოყენება, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ჯერ არ გამოუყენებია უკრაინის ტერიტორიაზე, გამორიცხული არ არის.
ჩვენ გვესმის, რომ შემდეგი ნაბიჯი აშშ-ს საპასუხო რეაქცია იქნება. თუმცა ამის შემდეგ ჩვენი პასუხიც გარდაუვალია.
ამას ჰქვია "ესკალაცია".
ბაიდენი, რომელიც [მალე დატოვებს პოსტს], მისი ასაკის გამო, როგორც ყველა ადამიანი - ჩვენ ყველა მოკვდავები ვართ - ერთ დღეს გარდაიცვლება. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის უკვდავებაზე ოცნებობს და სურს, მთელი ამერიკა წაიყოლოს თან. იქნებ მთელი მსოფლიოც!
რაც შეეხება აღნიშნული [შორი რადიუსის] იარაღის [უკრაინის მიერ] გამოყენებას - მას ისინი უკვე იყენებენ.
გამოყენების გაფართოება, რა თქმა უნდა, ზიანს გამოიწვევს, თუმცა ფრონტის ხაზზე სიტუაციას ვერ შეცვლის, ამას ხაზს ვუსვამ. ის მხოლოდ გააუარესებს უკრაინის ბედსა და მომავალს და საბოლოოდ გაანადგურებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.





