თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს გაიმართება

2024 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარე წლის 1 დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება.

17 ნოემბერს, ევროპული არტ-ჰაუსის კინოს დღეს, კ/თ „ამირანში“ ჟაკ დერეს ფილმის აუზის (La Piscine) ჩვენება გაიმართა. ფილმის დაწყებამდე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელმა გაგა ჩხეიძემ მოკლედ ისაუბრა მომავალი ფესტივალის დეტალებზე.

რიგით 25-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს 35 ქართული ფილმი მოხვდა: სრული მხატვრული – 5, მოკლე მხატვრული – 15, სრული დოკუმენტური – 6, მოკლე დოკუმენტური – 9.

ტრადიციულად ფესტივალის მიწურულს ჟიური საუკეთესო ფილმების ავტორებს კინოფესტივალის ჯილდოს, პრომეთეს გადასცემს.

ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები ათობით უცხოურ და ქართულ სურათებს იხილავენ.

თბილისის კინოფესტივალის სრული პროგრამა ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები