დებატების დროს მე წარმოვადგენ ევროპის სახალხო პარტიის პოზიციას. ასევე იმედი მაქვს, რომ შემდეგ სხდომაზე 2 კვირაში რეზოლუციაც იქნება მიღებული.
ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა და ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს.
ქართულ ოცნებას არჩევნები არ მოუგია.
ჩვენ ვაპირებთ წარვუდგინოთ მოსაზრება სხვა ქვეყნებს, რომ საჭიროა ამ არჩევნების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.
შესაძლებელია ვისაუბროთ მომავალში ისეთი არჩევნების ჩატარებაზე, რომელსაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტები გააკონტროლებენ და არა ქართული ოცნება.
ამ ყველაფერს ექნება გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე. ამ ეტაპზე გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია და ეს ასე დარჩება. ევროკავშირში არავინ აპირებს ერთი და იგივე შეცდომა გაიმეოროს.
აქამდე ქართულ ოცნებასთან რბილად ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ ისინი არ იყვნენ იდეალურები, მაგრამ ხალხი იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენთვის ძალიან ცხადია, რომ ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან.
სათქმელი ბევრია და ვფიქრობ, ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სათქმელიც დებატების დროს.
ევროპარლამენტში უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ სანქციები, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში, რომელმაც დაიმსახურა დასანქცირება.
აშშ-მაც დააწესა გარკვეული სანქციები - დარწმუნებული ვარ, ახალი ევროკომისია, რომელიც დამტკიცდება, იქნება ბევრად ქმედითი და მხარს დაუჭერენ, რომ სანქციები დაწესდეს.
ბოლო რეზოლუციაში, რომელიც ჩვენ არჩევნებამდე შევიმუშავეთ სტრასბურგში, ვახსენეთ ვიზალიბერალიზაციის სტატუსიც, რადგან მიუღებელია, რომ იქცეოდე ანტიევროპულად და ამავდროულად სარგებლობდე ევროკავშირის სიკეთეებით.