რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა, თავდასხმა 2 საათზე მეტხანს გაგძელდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური

13 ნოემბრის დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალ კიევსა და კიევის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი და დაიწვა საწყობი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაკეტისა და ათამდე დრონის განადგურება მოახერხეს. საჰაერო იერიში 2 საათზე დიდხანს გაგრძელდა.

საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგიი პოპკოს თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 73 დღის განმავლობაში კიევზე კომბინირებული სარაკეტო და უპილოტო იერიში პირველად მიიტანეს. მისივე თქმით, დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში დილის ექვსის ნახევრიდან ისმოდა.

 "ამ დროს საკრუიზო რაკეტები უკვე კიევის რეგიონისკენ მიემართებოდა. როდესაც რაკეტები უკვე უახლოვდებოდნენ კიევს, მტერმა ერთდროულად დაიწყო ბალისტიკური დარტყმა დედაქალაქზეც". - წერს პოპკო.

კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რუსლან კრავჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ დასახლებაში ჩამოგდებული საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ადამიანი დაჭრა და საწყობის ხანძარი გამოიწვია.

კომენტარები