ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით მტრულ განცხადებებს და იმ რიტორიკას, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ვისმენდით ისეთ განცხადებებს, რომ ეს ადამიანები არანაირ პატივს არ სცემენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ ამ განცხადებებით და მიდგომებით? შეიძლება, სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ევროვნულ ინტერესს ატარებს და კეთილი ინებოს ყველამ, დასავლეთში იქნება ეს თუ სხვაგან, პატივი სცენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.