რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 39 რუსული დრონი და 2 რაკეტა გაანადგურა

Pravda.ua

11 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 74 უპილოტო საფრენი აპარატითა და 2 მართვადი საავიაციო რაკეტით მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ორივე რაკეტისა და 39 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლო.

ოკუპანტებმა რაკეტები ზაპოროჟიეს ოლქიდან გაისროლეს, ხოლო დრონები ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორელისა და კურსკის ოლქებიდან იმართებოდა. 

იერიშის მოგერიებაში საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდა.

რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მოქმედების შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 30 უპილოტო საფრენი აპარატი. გარდა ამისა, 3 დრონი ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეფრინდა.

საჰაერო ბრძოლა კიევის, ჟიტომირის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში მიმდინარეობდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები