რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მასიური იერიში მოიგერია, განადგურებულია 62 რუსული დრონი

pravda.ua

10 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მასიური რუსული იერიში მოიგერია.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 145 დრონი გაუშვა, რომლიდანაც 62 განადგურებულია.

შაჰედის ტიპის დრონები პრიმორსკო-ახტარსკის, ორელი, ბრიანსკის ოლქებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო შენაერთების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 67 დრონი. 10 უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის და მოლდოვის მიმართულებით გაფრინდა.

იერიშის შედეგად ოდესის ოლქში განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

საჰაერო ბრძოლა ოდესის, კიევის, ჟიტომირის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ვინიცკის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები