ბრაზილიაში, სან-პაულუს აეროპორტში მომხდარ სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სროლა პარასკევ შუადღეს მოხდა.
შემთხვევისას ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადამიანი დაიჭრა - ერთი ქალი და ორი კაცი, რომელიც სროლის დროს დაიჭრნენ ახლომდებარე საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილნი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობა დიდი ალბათობით ორგანიზებულ კრიმინალთან არის დაკავშირებული.
სან-პაულუს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლის თქმით, მომხდარზე ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს.