სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა: პრორუსულმა ჯგუფებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრორუსულმა ჯგუფებმა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელეს და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში, რუსეთის ომში დასახმარებლად ჯარისკაცები გაგზავნა. 

პრეზიდენტის ოფისში საგანგებო შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა დადასტურდა.

"პრორუსული ჰაკერული ჯგუფების მიერ კიბერშეტევები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დროდადრო წარსულშიც ხდებოდა, თუმცა უფრო გახშირდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცები გადასხა უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობის მისაღებად" – წერია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. 

აშშ-სა და სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რუსეთში, კურსკის რეგიონში ამჟამად 8 000-10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია ჩასული

21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა  ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

"ჩვენ ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვხედავთ, სამხრეთ კორეელები ერთს ამბობენ, შემდეგ პენტაგონი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები არ მოეპოვებათ, ამიტომ, ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ალბათ, ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს". - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვნა.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, "ძალიან სერიოზული" იქნება, თუკი ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში რუსების გვერდით იბრძოლებენ.  

კომენტარები