რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO ადასტურებს, რომ ჩრდ.კორეელი ჯარისკაცები კურსკში არიან განლაგებული

REUTERS/Amel Emric/File Photo

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსეთის დასახმარებლად უკვე კურსკის რეგიონში არიან განლაგებული

რუტემ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოკორეელების ჩართვა კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს.

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ არ გასცა პასუხი კითხვას, იმყოფებიან თუ არა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსეთ-უკრაინის ომში.

"ეს ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა. გამოვიყენებთ თუ არა, ან სად, ან როგორ, ან ჩავერთვებით თუ არა წვრთნებსა ან გამოცდილების გაცვლაში, ეს ჩვენი გადასაწყვეტია" – თქვა პუტინმა.

რუტემ ასევე დაამატა, რომ ბალისტიკური რაკეტებისა და ჯარისკაცების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან სამხედრო ტექნოლოგიებსა და სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს, რაც მას საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად სჭირდება.

კომენტარები