უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო დაირუპა. კლიმენკო ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას მეთაურობდა.
ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ თავდაპირველად ომის მხარდამჭერ რუსულ არხებზე გავრცელდა. გენერლის დამ, ეკატერინა კლიმენკომ ძმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედია ASTRA-ს დაუდასტურა. მისი სიკდვილის გარემოებები ცნობილი არ არის.
ASTRA-ს გამოძიების თანახმად, კლიმენკო დონეცკის მიტოვებულ მაღაროში წამების საკონცენტრაციო ბანაკს ხელმძღვანელობდა, რომელშიც რუს სამხედროებს აწამებდნენ. ბანაკში მათ თავდამსხმელ დანაყოფებში მონაწილეობას აიძულებდნენ. კლიმენკო ასევე ჯარისკაცებისგან ქრთამს იღებდა იმის სანაცვლოდ, რომ ისინი ფრონტის უკანა ხაზზე გაეგზავნა.
ASTRA-ს ინფორმაციით ბანაკში ასევე აწამებდნენ მამაკაცებს, რომლებიც ომში წასვლაზე და ბრძოლაზე უარს ამბობდნენ, წამების შემდეგ კი მათ სასიკვდილო თავდასხმებში მონაწილეობის მიღებას აიძულებდნენ.





