რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა.
პენსილვანია ერთ-ერთი მერყევი შტატია და მასში გამარჯვებით ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 267 ხმა აქვს. იმისთვის, რომ კანდიდატმა გაიმარჯვოს არჩევნებში, საჭიროა 270 ხმის მოგროვება.
დაძაბული საარჩევნო ბრძოლის გამო ორივე პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის განსაუთრებით მნიშვნელოვანი იყო 7 მერყევ შტატში გამარჯვების მოპოვება. ამ მომენტისთვის, ტრამპმა უკვე გაიმარჯვა 3 შტატში და დანარჩენ ოთხშიც ლიდერობს.





