6 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 63 უპილოტო საფრენი აპარატითა და ორი X-59 და X-31 ტიპის საავიაციო მართვადი რაკეტებით მიიტანა იერიში.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 38 დრონის განადგურება შეძლო.
დრონები ოდესის, ნიკოლაევის, კიევის, სუმის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო შენაერთების მუშაობის შედეგად 20 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაიკარგა.
ანგარიშის მიხედვით რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან, ხოლო დრონები ბრიანსკის, პრიმოსრკო-ახტარსკის, ორელისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





