პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ მოლდოვის არჩევნები საქართველოს არჩევნების გაყალბების "საუკეთესო "მტკიცებულებაა"".
ამის შესახებ პრეზიდენტი X-ზე წერს.
"თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, მაია სანდუ. [...]
მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნები საუკეთესო "მტკიცებულებაა": მსგავსი რუსული ჩარევისა და მასობრივი გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000-მა ამომრჩეველმა გადაარჩინა... ჩვენი 1 000 000 ამომრჩევლისგან შემდგარი დიასპორა შეაკავეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს "დართეს"". - წერს ზურაბიშვილი.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა, ამჟამად დათვლილია ხმების 99.82%.
ამჟამინდელი მონაცემებით, არჩევნებში საზღვარგარეთ 325 564-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც მოლდოვისთვის რეკორდული მაჩვენებლია.