ცესკოში ადასტურებენ, რომ აშშ-ს მიერ ძებნილ, ვაგნერის ჯგუფთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტს, ალექსანდერ მალკევიჩს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა მინიჭებული.
ტაბულას ცესკოში უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, იმყოფებოდა თუ არა მალკევიჩი არჩევნების დღეს საქართველოში ან საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო კომისიის ცნობით, რუს პროპაგანდისტს კომისიასთან კომუნიკაცია აკრედიტაციის მიღების შემდეგ არ ჰქონია.
საერთაშორისო ორგანიზაციის, რეპორტიორები საზღვრების გარეშე-ს (RSF) ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში აშშ-ის მიერ ძებნილი და ვაგნერის ჯგუფთან დაახლოებული რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა.





