არჩევნები 2024

RSF: აშშ-ის მიერ ძებნილი რუსი პროპაგანდისტი არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა

საერთაშორისო ორგანიზაციის, რეპორტიორები საზღვრების გარეშე-ს (RSF) ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საქართველოში აშშ-ის მიერ ძებნილი და ვაგნერის ჯგუფთან დაახლოებული რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა.

ალექსანდრ მალკევიჩი ვავგნერის ჯგუფის დამფუძნებელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირია.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალკევიჩმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებში პროპაგანდისტული მედიები დააფუძნა, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირებას "განთავისუფლებად" ასაღებს და მოუწოდებს მოსახლეობას, შეუერთდნენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მალკევიჩის ადგილმდებარეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს სახით 10 მილიონი დოლარი დააწესა. მას ბრალად არჩევნების შედეგებში ჩარევა ედება. 

კომენტარები