არჩევნები 2024

დოლიძე: ორშაბათს, რუსთაველზე მოგახსენებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას დეტალურად

თქვენ წინაშეა ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების [კოალიცია ცვლილებებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო], რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მართოს ეს ქვეყანა და შეიყვანოს ეს ქვეყანა ევროკავშირში.

ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის გაერთიანებები, რომელმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ გაუძღვნენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე...

...შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი.

ძლიერი საქართველოს წევრი ანა დოლიძე სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ "შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების, 26 ოქტომბრის საერთაშორისო გამოძიებისთვის".

კომენტარები